ყვითელი ამბები

„შენი გამძლეობა იმხელა სტიმულს მაძლევს ამ ცხოვრებაში...“ – მოდელი მაია ასათიანს მიმართავს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი წითელი საცურაო კოსტიუმის გამო გააკრიტიკეს.
Sputnik

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ტელეწამყვან მაია ასათიანს სოლიდარობას უცხადებს და Instagram-ის პირად გვერდზე წითელ საცურაო კოსტიუმში ფოტოს აქვეყნებს. პაიჭაძე ასათიანს მიმართავს და ურჩევს, გულთან ახლოს ნუ მიიტანს საზოგადოების კრიტიკას და ქალებს მოუწოდებს, ჩაიცვან წითლები.

ასათიანი: მოგმართავთ ქალებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი

„მაი მიყვარხარ! შენ რომ იცი ამ საზოგადოების მანკიერებები, ეგრე არ ვიცი კიდევ ვინმე იცნობდეს თავის ხალხს, ცნობილებიდან და უცნობებიდან. შენ იცი რამხელა ტკივილია ცილისწამებაც და ტალახის სროლაც, მეც ვიცი, მაგრამ შენი სიძლიერე და გამძლეობა იმხელა სტიმულს მაძლევს ამ ცხოვრებაში, რომ რა გითხრა.

გულთან ახლოს ნუ მიიტან შენივე ხალხის არაჯანსაღ დამოკიდებულებას შენივე ცხოვრების მიმართ“, – წერს მოდელი.

რამდენიმე დღის წინ მაია ასათიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იმ ადამიანებს მიმართავდა, ვინც მისი მისამართით უარყოფით კომენტარებს წერს.
„მაპატიეთ, რომ ამის ახსნა მუდმივად მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას. და თქვენ მინდა გითხრათ, ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი აქ არის“, – ამბობს მაია ასათიანი.
გარდა ამისა, ტელეწამყვანმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ყოველთვის ამხნევებს და პოზიტივით ავსებს.