„ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. ეს არის ჩემი კონტრაქტი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან – ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს“, – ამბობს ნიკა გვარამია.
გვარამიას განცხადებით, ნებისმიერს შეუძლია იდავოს კონტრაქტის გაუქმებაზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე მისი გათავისუფლება არის შეუძლებელი.