უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მოლდოვის „შერიფთან“ დამარცხდა ანგარიშით 1:3. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მატჩის სურათები.
ტირასპოლში „საბურთალოს“ 3:0 გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა თბილისში საპასუხო მატჩი სუფთა ფორმალობად მიიჩნიეს. თუმცა, უკვე მე-11 წუთზე სტადიონის ტაბლოზე ანგარიში 3:0 იყო „შერიფის“ სასარგებლოდ. თუმცა ქართულმა კლუბმა „შერიფის“ კარში ერთი გოლი მაინც გაიტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „საბურთალო“ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 23 ივლისს თბილისში შედგება. საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ ზაგრებში გაიმართება.