ყვითელი ამბები

„გაოგნებისგან დიდხანს იცინოდა“ - ქართველი წყვილის სიყვარულის ისტორია - ფოტოები

ქართველი ვაჟკაცები შემოქმედებითობით ნამდვილად გამოირჩევიან. დროთა განმავლობაში ხელის თხოვნაც უფრო და უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება.
Sputnik

ერთი შეხედვით, თითქოს ქართველი წყვილები ერთმანეთს ურთიერთობის საპასუხოსმგებლო განვითარებაში ეჯიბრებიან- ვინ უფრო ორიგინალური გამოჩნდება. ვნახოთ, ამ წყვილში ვინ უფრო კრეატიული აღმოჩნდა... 

ქართველი მოდელი ნია წივწივაძე ფართო საზოგადოებამ 2017 წელს გაიცნო, როდესაც გოგონამ „მის საქართველო 2017“ ტიტულის დამსახურებული მფლობელი გახდა, ხოლო ნიკუშა ჭანტურიას ქართული ფეხბურთის მოყვარულები „თბილისის დინამოს“ მცველის სტატუსით დიდი ხანია იცნობენ და გულშემატკივრობენ.
ის თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია.როგორც აღმოჩნდა, ნიკუშამ დიდი როლი ითამაშა ნია წივწივაძის კარიერის განვითარებაში. სწორედ, ფეხბურთელის ინიციატივით ნიამ  სამოდელო სფეროში წარმატებული ნაბიჯები გადადგა და საკუთარი ბლოგი შექმნა, სადაც მკითხველს გამოცდილებას და სხვადასხვა რუბრიკას სთავაზობს.
წყვილის დაუვიწყარი ურთიერთობა სულ რამდენიმე წელს ითვლის. სიყვარულის ნაპერწკალი სტადიონზე გაჩნდა,  სადაც ნია საფეხბურთო მატჩზე საგულშემატკივროდ მივიდა.
ერთად უამრავი ქვეყანა მოიარეს და თაყვანისმცემლებს მოგზაურობის დეტალებს უზიარებენ. ამ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი...ნიასა და ნიკუშას სიყვარული ბათუმში ერთ-ერთ უწყინარ დღეს ხელის თხოვნით დაგვირგვინდა. რამდენიმე კვირის წინ, მეგობრებთან ერთად ზღვაში იახტით ნებივრობდნენ, როდესაც ნიკუშამ ულამაზესი ბეჭედი ჯიბიდან ამოიღო და გარშემომყოფების ოვაციები გამოიწვია. გოგონა გაოგნებისგან დიდხანს იცინოდა.

მოულოდნელ კითხვას- „ცოლად გამომყვები?“, დაუყოვნებელი პასუხი „კი!“ მოჰყვა. ნიას უკვე წინასაქორწინო წვეულებაც ჰქონდა, სადაც უახლოესი მეგობრები მიიწვია.