ქართველმა სელებრითებმა ჯანსაღი ცხოვრების, დიეტის და სპორტის პროპაგანდა აქტიურად დაიწყეს. ისინი სასურველი წონისთვის და ტანის ფორმების დახვეწისთვის დიდ ძალისხმევას არ იშურებენ. ადრე თუ გვიან საერთო კამპანიას უერთდებიან, რომელშიც ყველაფერი ჯანსაღი და ჯანმრთელია მიღებული.
მათ რიგს ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეც შეუერთდა. ნუცა ერთ წელზე მეტია აქტიურად ვარჯიშობს და სწორად იკვებება. ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს, რომ მისი სხეული იხვეწება და კონკრეტული კუნთები ლამაზ ფორმებად უყალიბდება.
მიუხედავად მშვენიერი ტანისა, მომღერალი წონის კლების გამო გააკრიტიკეს და რჩევებიც მისცეს, უმეტესობა მათგანი კი, მის ჯანმრთელობაზე ნერვიულობს. თაყვანისმცემლების აზრით, არ არის საჭირო უფრო მეტად გახდომა, ჯობს წონის შენარჩუნება.
როგორც ჩანს, თამამი გოგონა მაღალი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახულ მიზნამდე შემართებით მიისწრაფის. ამისთვის, კრივითაც დაინტერესდა და შემოქმედებით ჰობად აქცია. ვარჯიშის დროს ნამდვილი პროფესიონალივით მოქმედებს. სირთულეების მიუხედავად, მწვრთნელის მითითებებს ბეჯითად ასრულებს. ამაში Instagram- ზე გაზიარებული ვიდეოებითაც დარწმუნდებით.
ქარიზმატული და მიმზიდველი შემსრულებელი ჭარბი წონით არასდროს გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა ტენდენციას არ უვარდება და სხეულს ჯანმრთელი საკვებით, ვარჯიშითა და კურორტულ ადგილებში მოგზაურობით უვლის.
22 წლის მომღერალი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილია. რამდენიმე თვის წინ სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „ნუცა 22“ გამოუშვა, რომელიც „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა. ალბომი სამენოვანია და მასში ნუცას და სხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილი 11 სიმღერა შედის.