დაშავებულია მოზარდი: ტაქსი შუქნიშანზე წითელს არ დაემორჩილა

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი ენთო და წესით, ავტომობილებს მოძრაობა უნდა შეეწყვიტათ.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან, 15 წლის მოზარდს ტაქსი დაეჯახა, - იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

სამშობიაროდან დაბრუნებულ მშობლებს ახალშობილი ტაქსიში დარჩათ

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი ენთო და წესით, ავტომობილებს მოძრაობა უნდა შეეწყვიტათ და გზა ფეხით მოსიარულეებისთვის დაეთმოთ. 

დაშავებული მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ნიკა ლატარია