სათიბიდან დაწყებული ბიზნესი: ცოლ-ქმრის მიერ აშენებული ეგზოტიკური სასტუმრო რაჭის ტყეში

ზაფხულის დადგომისთანავე იწყება იმაზე ფიქრი, თუ საიდან დავიწყოთ მოგზაურობა, სად დავისვენოთ, სად უფრო მეტი თავგადასავალი და სიამოვნება გველოდება.
Sputnik

დღეს სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტი, სტატია გვხვდება მოგზაურობასთან, სასტუმროებთან, ლამაზ ადგილებთან დაკავშირებით. სწორედ მათი ძებნის დროს აღმოვაჩინე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ულამაზეს ადგილას ტყეში გაშლილი  იურტების მსგავსი კარვები - Glamping Georgia.

Glamping Georgia ერთ-ერთია  ქართულ სასტუმროებს შორის, რომელიც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ და საინტერესო კონცეფციას სთავაზობს. სასტუმრო ცოლ-ქმრის - გიორგი ისაკაძისა და თამარ ანსიანის იდეით შეიქმნა. დღეს ის უამრავ ვიზიტორებს მასპინძლობს და მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება მათ. „Sputnik საქართველოს“ სასტუმროს კონცეფციის შესახებ გიორგი ისაკაძე ესაუბრა.

სათიბიდან დაწყებული ბიზნესი: ცოლ-ქმრის მიერ აშენებული ეგზოტიკური სასტუმრო რაჭის ტყეში

- ფინანსისტი ვარ, ძირითადად რაჭაში ვცხოვრობ, დროდადრო დედაქალაქში მიწვეს ცხოვრება. მიტაცებს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც დედამიწას გახდის მაქსიმალურად მწვანეს და დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მივიღო ამ საქმეში. ვფიქრობ ახლა გარდამტეხ პერიოდში ვიმყოფებით და ძალიან მალე ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.

- როგორ გაგიჩნდათ იდეა მსგავსი ტიპის სასტუმრო გაგეკეთებინათ?

- ვფიქრობ, თუ ადამიანი სასტუმროში იმისთვის რჩება, რომ დაისვენოს და სიამოვნება მიიღოს, ამას ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვით ყველაზე უკეთ შეძლებს. აქედან გამომდინარე შევქმენით ადგილი, სადაც ბუნება მაქსიმალურად ხელუხლებელია და სტუმრებს საშუალება აქვთ შეიგრძნონ ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

სათიბიდან დაწყებული ბიზნესი: ცოლ-ქმრის მიერ აშენებული ეგზოტიკური სასტუმრო რაჭის ტყეში

- სად მდებარეობს სასტუმრო?

- სასტუმრო მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურიდან 2 კმ-ში, სოფელ კრიხში.

- რატომ დაარქვით Glamping Georgia?

- გლემფინგი არის ტურიზმის ახალი მიმდინარეობა და იშიფრება როგორც გლამურული ქემფინგი, ანუ კომფორტისა და ბუნების სიახლოვის კომბინაცია. Glamping Georgia  იმიტომ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია რაჭაში, ეს იქნება გლემფინგების ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შეეძლებათ დატკბნენ საქართველოს ულამაზესი სხვადასხვა კუთხის სილამაზით.

სათიბიდან დაწყებული ბიზნესი: ცოლ-ქმრის მიერ აშენებული ეგზოტიკური სასტუმრო რაჭის ტყეში

- ვისი დახმარებით და თანადგომით განახორციელეთ იდეა? ალბათ არც ისე მარტივი იყო აქამდე მოსვლა.

- დიახ, მარტივი ნამდვილად არ იყო და წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რადგან ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რასთანაც საქართველოში შეხება არავის ქონია. ძნელია ჩამოთვლა იმ ხალხის ვინც მე და ჩემს მეუღლეს ამ საქმეში გვერდში გვიდგას, ისინი საკმაოდ ბევრი არიან და დიდი მადლობა მათ.

- დღეს რა სერვისს მოიცავს თქვენი სასტუმრო და რას სთავაზობს დამსვენებლებს?

- ჯერჯერობით სერვისების დიდი ჩამონათვალი არ გვაქვს, რადგან ძნელია ერთბაშად ყველაფრის გაკეთება. ამ ეტაპზე კარვები არის მაქსიმალურად აღჭურვილი ისე, რომ სტუმარმა იგრძნოს კომფორტი ყველა დეტალში. კარვის გარეთ პირველი და აუცილებელი რა სერვისსაც შევთავაზებთ დამსვენებლებს იქნება ტურები რაჭის ფარგლებში და დახურული რაჭული სამზარეულო მხოლოდ ჩვენი სტუმრებისთვის.

სათიბიდან დაწყებული ბიზნესი: ცოლ-ქმრის მიერ აშენებული ეგზოტიკური სასტუმრო რაჭის ტყეში

- სასტუმროს ინტერიერიც განსხვავებულია აქვს. ვისი დიზაინით გაკეთდა?

- ინტერიერის დიზაინი მთლიანად მეუღლის გადაწყვეტაა, კარვები არის სხვადასხვა თემატიკის, რასაც სწორედ ინტერიერის დიზაინით გამოარჩევთ. არის სიყვარულის კარავი, ჯუნგლები, უდაბნო და გალაქტიკა.

- უცხოელი ტურისტები ხშირად გსტუმრობენ? რით ახერხებთ მათ გაოცებას?

- დიახ, საკმაოდ ხშირია უცხოელი ტურისტების ვიზიტი, მათ ყველაზე ძალიან უყვართ წყნარი საღამოები, მშვენიერი ხედით ვერანდიდან და ჩვენი ვენახის ხვანჭკარით ტკბობა.

სათიბიდან დაწყებული ბიზნესი: ცოლ-ქმრის მიერ აშენებული ეგზოტიკური სასტუმრო რაჭის ტყეში

- ახლომახლო რა ღირსშესანიშნაობების ნახვა შეუძლიათ თქვენს სტუმრებს?

- კარვებიდან 200 მეტრში არის ორი მდინარის შესართავი და საუცხოო საბანაო ადგილი. სამ კილომეტრში არის მდინარის სათავე და კანიონები. ასევე ახლოსაა ზემო კრიხის ეკლესია (X საუკუნის).

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

- ეტაპობრივად და არც ისე შორეულ მომავალში უამრავი კარგი სიახლე გვექნება, რასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.