ივანიშვილი: ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებზე საუბრობს.
Sputnik

„არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ. მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განმარტებით, პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან გულისხმობს იმის ალბათობასაც, რომ ერთმა პარტიამ და, მათ რიცხვში, „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50%-იანი ბარიერი, თუმცა ეს რთული იქნება.