ხელაშვილი: ეს საიტი საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უფასოდ

ფოტოგრაფი, მოგზაური და ვლოგერი გიორგი ხელაშვილი საუბრობს იმაზე, მოგზაურობის დროს როგორ ვიცხოვროთ უფასოდ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
Sputnik

„ბოლო რამდენიმე წელია მე და ჩემი მეუღლე აქტიური მომხმარებლები ვართ Couchsurfing-ის. რა არის Couchsurfing? ეს არის საიტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უფასოდ. მოგზაურობა, როგორც წესი, ასოცირდება ძალიან დიდ თანხებთან, რეალურად ეს ასეც არის, თუ ყველაფერს კარგად არ დაგეგმავ“, – ამბობს გიორგი ხელაშვილი.

ხელაშვილის განცხადებით, Couchsurfing დაგეხმარებათ რადიკალურად შეამციროთ თქვენი დანახარჯები და ამავე დროს შეიძინოთ ახალი მეგობრები და ახალი ნაცნობები.