იცით როგორ მოიპოვება მარგალიტი? – საინტერესო ვიდეო

მარგალიტი მინერალური წარმონაქმნია, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის ან სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით.
Sputnik

არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისთვის. ზღვის მარგალიტი მოიპოვება წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურეში, შრი-ლანკის, ავსტრალიის, იაპონიის, ვენესუელის ნაპირებთან. იაპონიაში მარგალიტის მოლუსკების ხელოვნურ მოშენებასაც მისდევენ. მტკნარი წყლის მარგალიტი მოიპოვება შოტლანდიაში, გერმანიაში, ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვ.