ყვითელი ამბები

„ამ ასაკში დორბლებს გადმოვუშვებ, იმდენი ბოტოქსი მექნება შეყვანილი...“ – ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებს არ ჩამორჩა და „დაბერებულ“ ფოტოს აქვეყნებს.
Sputnik

მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე მეუღლესთან ერთად სპეციალურ პროგრამაში გაკეთებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანს „აბერებს“.

როგორც ტელეწამყვანი წერს, ფიქრობდა, რომ როდესაც ასაკი მოემატება, სახე გადაეჭიმა და ნაოჭებთან ბოტოქსით ებრძოლა, თუმცა ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მიხვდა, რომ ბუნებრიობა ჯობს.
„ბენს ვუთხარი, ხომ ხვდები, რომ ტრუხა არის–თქო... ალბათ ამ ასაკში დორბლებს გადმოვუშვებ, იმდენი ბოტოქსი მექნება შეყვანილი, ან რა ვიცი რაც შეყავთ ხოლმე. მექნება უემოციო გაშეშებული სახე და ისეთი, მუხლს და სახეს შორის განსხვავება რომ არ არის. ახლა სანამ ვწერდი გადავიფიქრე... ისევ მგონია ასე ჯობს დაბერება ბუნებრივად, ნუ ოდნავ ხელის შევლებით. თქვენ რა გირჩევნიათ? ძალიან გადაჭიმული ქალები ნაოჭის ნასახი რომ არ აქვთ, თუ ბუნებრივად დაბერებული, ოღონდ მოვლილი ქალი? მართლა მაინტერესებს“, – წერს კოშკელიშვილი.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში პოპულარობა ისევ დაიბრუნა უფასო მობილურმა აპლიკაციამ Face App – იგივე „დაბერების“ აპლიკაციამ. ეს აპლიკაცია მომხმარებელს მისივე ფოტოსურათის გამოყენებით მის მომავალ სიბერეს უჩვენებს – რამდენიმე პირობაზე ავტომატური თანხმობა და ხედავ, როგორი იქნები დაახლოებით 40 წლის შემდეგ. საკუთარი სავარაუდო სიბერის ნახვა უკვე მილიონობით ადამიანმა მოისურვა და ფოტოები „ტვიტერზე“, „ფეისბუქსა“ თუ „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა.