კარდიოლოგმა და ტელეწამყვანმა ნინო კუზანოვამ უმცროსი ვაჟის დაბადების დღე აღნიშნა. ცნობილი ექიმების ოჯახის წევრი ივიკო კუზანოვი 16 წლის გახდა.
ამასთან დაკავშირებით ნინომ ოფიციალურ Facebook-ზე მგრძნობიარე პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც შვილს ულოცავს.
გამოქვეყნებულ ფოტოზე ნინო კუზანოვა შვილთან ერთად უზარმაზარ სპორტულ მოტოციკლზე უშიშრად ზის. სავარაუდოდ, ეს არის მშობლების საჩუქარი. სურათს კი გულის ამაჩუყებელი ტექსტი დაურთო: „იმიტომ რომ დღეს ივიკოს დაბადების დღეა! 16... მინდა ტკბილად დავბერდე და ასე წამოვუსკუპდე მერე ივიკოს შვილსაც და იმის შვილსაც და სულ არ ვფიქრობ რა „ვიდზე“ ვიქნები! ესენი მყავდნენ კარგად...“
Facebook-ის ხელმომწერები და მეგობრები ივიკოს გულწრფელი სიტყვებით ულოცავენ, ხოლო ნინოს გამბედაობით აღფრთოვანდნენ. ფოტომ რამდენიმე საათში ათასზე მეტი მოწონება და პოზიტიური ემოცია გამოიწვია.
„გილოცავ ნინა, ბედნიერი და წარმატებული იყოს ეს ინტელიგენტი ბიჭი! საოცარი შვილები გყავს, შენ არასოდეს არ დაგაბერებენ ეგენი...“; „გილოცავ, ნინა! შენი პატარა პრინცის დაბადების დღეს, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს ღმერთმა, შენ კი გამაოცე!“ – წერენ მომხმარებლები. როგორც ჩანს, ნინას და გუგას შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.