31 წლის მომღერალმა წარმოუდგენელი გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღო. ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დატოვა და შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ გაემგზავრა.
სხვადასხვა გადაცემებში იხსენებს, რომ მხოლოდ 200 დოლარით გაემგზავრა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ძალები მოიკრიბა და თამამი ნაბიჯები გადადგა ახალი ცხოვრებისკენ. ჩანს, რომ დაბრკოლებები ნინის არ აშინებს, გაძლიერდა და უკვე 5 წელზე მეტია შტატებში მოღვაწეობას განაგრძობს.
Instagram-ის მეშვეობით ირკვევა, რომ ცნობილი ქართველი მუსიკოსი საქართველოში ისვენებს. მან ბათუმში შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ფანებს გაუზიარა და დიდი პოზიტივი გამოიწვია.
კონკურსები, საქველმოქმედო კონცერტები და ახალი ფსევდონიმი – ნინი დე როსი შერმადინის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ინტენსიურად არ ჩნდება, მასზე საუბარს არ წყვეტენ.
ნინი კი ძველებური შემართებით ახალ სიმღერებს ამერიკიდანაც გვიზიარებს.