„ჯერ არ უკბენია?“ – ნანიკო ხაზარაძე თავზე ქამელეონით პოზირებს – ვიდეო

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.
Sputnik

ვიდეოში ჩანს ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, რომელსაც თავზე ქამელეონი აზის. ვიდეო ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი მეგობრები დაინტერესდნენ, საიდან მოიყვანა ქამელეონი. ირკვევა, რომ ქვეწარმავალი ნანიკოს მეგობრისაა.