ასათიანი: მოგმართავთ ქალებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მისი მისამართით უარყოფით კომენტარებს წერს.
Sputnik

„მაპატიეთ, რომ ამის ახსნა მუდმივად მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას. და თქვენ მინდა გითხრათ, ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი აქ არის“, – ამბობს მაია ასათიანი.

გარდა ამისა, ტელეწამყვანმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ყოველთვის ამხნევებს და პოზიტივით ავსებს.