„სიდედრს სიძე ასე უყვარდეს, ჯერ არ გამიგია რა...“ – ინგა გრიგოლია ვიდეოს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ორი წლის წინანდელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მის ქალიშვილს ხელს სთხოვენ.
Sputnik

ინგა გრიგოლია წერს, რომ ორი წლის წინ, 15 ივლისს ასე სთხოვეს ხელი მის შვილს. „ჩემი გოგო და ჩემი ბიჭი. სიდედრს სიძე ასე უყვარდეს, ჯერ არ გამიგია რა. გილოცავთ! სულ ბედნიერები და გახარებულები მენახეთ! მიყვარხართ! ბედნიერი ვარ თქვენი ბედნიერებით“, – წერს ცნობილი ტელეწამყვანი.