ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. დაბა ასპინძაში 60 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“.

თურქეთში 60 წლამდე ასაკის ქართველი ქალი მოკლეს

შემთხვევა ასპინძაში ორშაბათს, 15 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ყოფილი ფეხბურთელია. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხელოსნად მუშაობდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი სახლის ეზოში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მას ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული – ერთი გულის, დანარჩენი კი მუცლის არეში.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. იგი პოლიციას თავად ჩაბარდა.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა – „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.