ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართული აღლუმის შემდეგ პარიზში არეულობა დაიწყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მომიტინგეების პოლიციასთან შეტაკების სურათები.
პარიზში გამართული საზეიმო ღონისძიება პოლიციასთან შეტაკებითა და არეულობით დასრულდა. მიუხედავად უსაფრთხოების მაღალი ზომებისა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
მომიტინგეები „ყვითელი ჟილეტების“ ლოზუნგების სკანდირების ფონზე დამაგრებულ რკინის ზღუდეებს ანგრევდნენ და ბარიკადებს აგებდნენ. შეტაკების შედეგად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.