კიკაბიძე: როცა ბავშვობას ვიხსენებ, პირველი შიმშილის გრძნობა მახსენდება

ცნობილი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე ბავშვობას იხსენებს.
Sputnik

„მე ვარ ომამდელი თაობა. როცა ბავშვობას ვიხსენებ, პირველი შიმშილის გრძნობა მახსენდება. სულ გვშიოდა. ერთხელ მთელი ეზოს ბავშვები დაგვიჭირა მილიციამ. ბორბლებიანი ჯიხურები იყო, სადაც კამფეტებს ყიდდნენ. ეს ჯიხური მთლიანად მოვიპარეთ. პოლიციამ რომ მოგვაგნო, ნახევარი უკვე შეჭმული გვქონდა. არ დაგვიჭირეს, მიხვდნენ, რომ ხანდახან ბავშვებს ტკბილი გვინდოდა“, – იხსენებს ბუბა კიკაბიძე.

მომღერლის თქმით, 1942 წელს მამა ქერჩში დაეღუპა და წლების განმავლობაში დედასთან ერთად დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა.