მსოფლიო დღეს

საკეტების გატეხვაში „დასპეცდნენ": პორტუგალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სამი ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებამ ხუთი თვის განმავლობაში მინიმუმ 12 ბინა გაქურდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. პორტუგალიის ქალაქ პორტუს პოლიციამ აღმოსავლეთ ევროპის დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქმეზე აფრიკელი მამაკაცი დააკავეს

გამოძიების ცნობით, დაკავებულებს ქალაქ ვილა-ნოვა-დე-გაიაში საკუთარი სახელოსნო ჰქონდათ, სადაც რთული საკეტების გატეხვაში ვარჯიშობდნენ.

ბრალდების მტკიცებით, სამი ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებამ პორტუს ოლქში ხუთი თვის განმავლობაში მინიმუმ 12 ბინა გაქურდა. ბოროტმოქმედებს თანხის, ძვირფასეულობისა და სეიფების ქურდობა ედება ბრალად.