რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს შხამიანმა გველმა უკბინა

ახალგაზრდამ კლინიკაში ქვეწარმავალიც წაიყვანა, რათა მისი სახეობა დაედგინათ.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს შხამიანმა გველმა უკბინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო Rustavi Info-ზე დაყრდნობით.

ბინადრობენ თუ არა თბილისში შხამიანი გველები

დაშავებულის თქმით, გველმა მას საკუთარი სახლის ეზოში უკბინა. მას ხელზე ორი ნაკბენი აქვს.

მამაკაცმა თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და კლინიკაში ქვეწარმავალიც წაიყვანა, რათა მისი სახეობა დაედგინათ. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტები, რომლებმაც დაადგინეს, რომ მამაკაცს გიურზამ უკბინა.

ექიმების განცხადებით, დაშავებულს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ამჟამად ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენისას მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს შხამიანმა გველმა უკბინა

გიურზა გველგესლასებრთა ოჯახის შხამიანი გველია. მისი სიგრძე, შესაძლოა, ორ მეტრსაც აღწევდეს, ხოლო წონა სამ კილოგრამს.