რაზე მეტყველებს თქვენი ავატარის ფოტო – ფსიქოთერაპევტის დახასიათება

იცით, რომ „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ტვიტერისა“ თუ სხვა სოციალური ქსელების გვერდზე ამა თუ იმ მომხმარებლის ავატარად დაყენებული ფოტო საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას იძლევა მის მფლობელზე?
Sputnik

ჩვენ დროში ძნელად შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში არ იქნება დარეგისტრირებული.

როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობას მოსწონს საკუთარი ცხოვრების საჯაროდ გამოფენა, ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება და ლამის ყველა წვრილმანის გაზიარება.

ეს ყველამ იცის, არახალია.

მაგრამ ის თუ იცით, რომ სწორედ „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ტვიტერისა“ თუ სხვა სოციალური ქსელების გვერდზე ამა თუ იმ მომხმარებლის ავატარად დაყენებული ფოტო საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას იძლევა მის მფლობელზე?