ქართველი ნიჩბოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიან დისტანციაზე ყაველაშვილმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში ქართველი ნიჩბოსანი ბადრი ყაველაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის (U-23) გამარჯვებული გახდა.

ფინალურ გაცურვაში კაიაკით 200-მეტრიან დისტანციაზე ყაველაშვილმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა და შედეგად 36.702 წამი აჩვენა. მეორე ადგილზე გასულ სერბ სტრახინჯუ სტეფანოვიჩს ქართველმა სპორტსმენმა წამის ცხრა მეასედით გაუსწრო. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა უკრაინელი დმიტრო დანილენკო (37.125).

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოუტანა მარიამ ქერდიკაშვილმა, რომელმაც 500-მეტრიან დისტანციაზე კანოისტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ამ დისციპლინაში ევროპის ჩემპიონი უკრაინელი ანასტასია ჩეტვერიკოვა გახდა.