ყვითელი ამბები

„როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი, ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო...“ – ნინი ქარსელაძე

თეკუჩა ქარსელაძე ინსულტის დიანოზით მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მომღერალი ნინი ქარსელაძე გარდაცვლილ მამაზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნინი ამბობს, სჯეროდა, რომ მამა ამ დაავადებას მოერეოდა.

„როგორ მჯეროდა, როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი. მჯეროდა, რომ ამასაც მოერეოდი და ისიც მჯეროდა, რომ მე და შენ მოვიგებდით ამ ომს. ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო“, – წერს ნინი ქარსელაძე.

თემურ, იგივე თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა. მომღერლის მამა გასულ კვირაში კლინიკაში გარდაიცვალა.