ყვითელი ამბები

„ეს პატარა ანგელოზი შენზე ლამაზია“ – ნინი ბადურაშვილმა შვილთან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

ნინი ბადურაშვილი შვილთან, ელენესთან ერთად შავი ზღვის კურორტზე ისვენებს.
Sputnik

ამ უქმეებზე ულამაზესმა ნინი ბადურაშვილმა 6 წლის ქალიშვილთან ელენე კუტალაძესთან ერთად შავი ზღვისპირა კურორტ ჩაქვიდან საყვარელი ფოტოები გამოაქვეყნა. პატარა ელენემ საზოგადოების დიდი აღტაცება გამოიწვია და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. როგორც ჩანს, მშვენიერი დედა-შვილი აჭარაში ერთად ისვენებს. ფანებს ხშირად უზიარებენ ფოტოებს, სადაც ულამაზესი გოგონები ერთნაირად პოზირებენ.

გარდა ამისა, ტანისამოსიც მსგავსი აცვიათ. Instagram-ის ხელმომწერებმა პატარა ელენე დედას შეადარეს და რამდენიმე მსგავსებაც იპოვეს.
„ლამაზი ფოფოები, ლამაზი ფოტოებით გვანებივრებენ“, „ნინი, შენ ხომ ლამაზი ხარ, მაგრამ ეს სიფრიფანა შენზე ლამაზია“, „დახატული გოგოები, როგორ გგავს!“, „ცხვირით, ტუჩით და თვალებით ძალიან გგავს...“
ცოტა ხნის წინ ნინიმ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ელენეს ვიდეოც ატვირთა. პატარა გოგონა ფორტეპიანოსთან ბებიის ეკა კახიანის აკომპანირებით ცნობილ სიმღერას „იამაიკას“ დიდი სიამოვნებითა და მონდომებით ასრულებს. პატარა გოგონას შესრულებამ 55 ათასამდე ნახვა დაიმსახურა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნინი ბადურაშვილი 2012 წელს გათხოვდა.
საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს იყო ვარსკვლავის საბოლოო არჩევანი და ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე თვეში სკანდალით დასრულდა. 2013 წელს ხმაურიანი გაშორების შემდეგ წყვილს გოგონა – ელენე შეეძინა.