„ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიის შემდეგ სასწრაფოს ექიმი ცოცხალ ადამიანს პარკში ახვევდა...“

პროდიუსერი გზაზე ავარიას შეესწრო, როდესაც ცოცხალი ადამიანი ლამის მოკლეს.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გადაცემა „სახალხო კონტროლის“ პროდიუსერი მარიკა ხიდურელი სოციალურ ქსელში ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე წერს, რომლის დროსაც ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ახალი რეანიმობილებით შეივსო

მისი თქმით, აჭარაში მიმავლები ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე საშინელ ავარიას შეესწრნენ, რა დროსაც ერთმანეთს მინივენი და ჯიპი შეეჯახა, ერთში ირანელები ისხდნენ, მეორეში – პოლონელები. მძღოლები ქართველები იყვნენ. დაშავებულები ორივე მანქანაში იყვნენ. სასწრაფოს ექიმმა გადაწყვიტა, რომ ერთი მანქანის დაშავებული მძღოლი უკვე გვამი იყო და პარკი მოიმარჯვა მიცვალებულის გასახვევად. ამ დროს ადგილზე აღმოჩნდა ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგი ნატა ფირცხალავა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მძღოლი ცოცხალი იყო.

„ამისთვის კი პულსის გასინჯვა იყო საჭირო. მანამდე კი, სასწრაფოს მოსვლამდე ხუთს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. რომ არა ეს ქალბატონი, ცოცხალ, გონებადაკარგულ ადამიანს გზაში მოკლავდნენ. კარგით რაა, პულსის გასინჯვას რაღა უნდა“, – წერს პროდიუსერი.