ბაქოდან ბათუმში ფრენების სიხშირე იზრდება

გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულებაზე ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს გაიცა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანული ლოუკოსტერი Buta Airways 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში კიდევ ერთ სიხშირეს ამატებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აეროფლოტმა“ და „პობედამ“ საქართველოში ფრენების შეჩერებით გამოწვეული ზარალი დაითვალეს

ორი თვის განმავლობაში რეისს ბაქო-ბათუმი-ბაქო ავიახომალდები E190, Airbus A319 და A320 კვირაში სამჯერ შეასრულებენ.

ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო. გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულებაზე ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს გაიცა.

Buta Airways-ი აზერბაიჯანის ეროვნული ავიაგადამზიდის შვილობილი კომპანიაა.