სტიქია მარნეულში: ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ადგილობრივების განცხადებით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. მარნეულის რაიონის ხუთ სოფელს სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სტიქია კახეთში: რა კრიტერიუმებით ანაზღაურდება სეტყვისგან მიყენებული ზარალი

სოფელ ქირაჩმუღლოში ბოლო სამი დღეა წვიმს, თუმცა გუშინ ღამით წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივები მნიშვნელოვნად დააზარალა.

ძლიერმა წვიმამ ნაკვეთები, სახურავები, ღობეები და შიდა გზები დააზიანა, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები ექმნებათ. მათი თქმით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან.