ბავშვთა ჰოსპისის დერეფანში ექთნებს იატაკზე სძინავთ - ემოციური ფოტო

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელა“ სოციალურ ქსელში მორიგე ექთნების ფოტოს აქვეყნებს.
Sputnik

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, როგორ სძინავთ ექთნებს იატაკზე. განცხადება, რომელიც ფოტოს თან ახლავს, აღნიშნულია, რომ იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ბავშვების მშობლების და ახლობლების დამშვიდებას ყველაზე უფრო სტრესულ სიტუაციებშიც კი.

„იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს შეგეძლოს მშვიდად, ღიმილით და სიყვარულით გააცილო ბავშვი იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში და მალევე გადმოერთო ამ ქვეყნიურ აურზაურში; იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს არავის დაანახო შენი დარდი და მწუხარება და არავინ დაამძიმო შენი ემოციებით. ეს ჩაძინებული გოგოები ჩვენი ჰოსპისის ექთნები არიან. ფოტო ერთერთი მშობლის მიერ,მძიმე ღამის, ციცინათელის გაფრენის შემდეგ არის გადაღებული", - აღნიშნულია ჰოსპისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.