ახალქალაქში 22 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

ახალგაზრდა მამაკაცს  ორი დღეა ეძებდნენ
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ახალქალაქში,  მიტოვებულ შენობაში  22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.

ტრაგედია ქობულეთის გზაზე:  დაღუპულია ცოლ-ქმარი

შემთხვევა დღეს, 14 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ კუმურდოს მკვიდრია, მას ორი დღეა ეძებდნენ.

გარდაცვლილის ახლობლების  განცხადებით,  ახალგაზრდა მამაკაცმა კაზინოში თანხა წააგო, რაც შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.