თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე სატვირთო ამწე დაგორდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ასევე ავარიის შედეგად დაიმტვრა რვა ავტომანქანა.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.