თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი „მინივენის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. დაშავებულები ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.