უნიკალური ნაგებობა: ჩერნობილის ატომურ სადგურს ახალი სარკოფაგი გადააფარეს

Sputnik

ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკის თავზე ექსპლუატაციაში შევიდა ახალი დამცავი ნაგებობა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოლენტაში ახალი სარკოფაგის ფოტოები

იგივე დასახელების სერიალის გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურებზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა და უკრაინის მთავრობამ გაუცხოების ზონაში უცხოელთა ნაკადის გამოყენება უკრაინაში ტურიზმის განვითარების მიზნით გადაწყვიტა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჩერნობილის ატომური სადგურის ირგვლივ არსებულ ტერიტორიას ღია ზონის სტატუსი მიანიჭა - ამიერიდან მკვლევარების გარდა იქ ჩასვლას ტურისტული ჯგუფებიც შეძლებენ.
ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. მეოთხე რეაქტორი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა, აფეთქების შემდეგ ჰაერში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიფრქვა. ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ჩერნობილი უდიდეს კატასტროფად მიიჩნევა.

1 / 8
ჩერნობილში ატომური სადგურისთვის ახალი სარკოფაგი დამონტაჟდა
2 / 8
ეს უდიდესი მოძრავი ნაგებობაა მსოფლიოში. კონსტრუქცია 160 მეტრის სიგრძის და 257 მეტრის სიგანის თაღოვანი ფორმის ნაგებობას წარმოადგენს, მისი სიმაღლე 109 მეტრია, მასა - 31 ათასი ტონა
3 / 8
მას შემდეგ, რაც ატომური სადგურის ავარიულ მეოთხე რეაქტორს ახალი სარკოფაგი გადააფარეს, ჩერნობილში ტურისტების შესვლა ოფიციალურად ნებადართული გახდა
4 / 8
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჩერნობილის ატომური სადგურის ირგვლივ არსებულ ტერიტორიას ღია ზონის სტატუსი მიანიჭა
5 / 8
ამ გადაწყვეტილების შემდეგ მკვლევარების გარდა ჩერნობილში ჩასვლას ტურისტული ჯგუფებიც შეძლებენ
6 / 8
ეს გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე დასახელების სერიალის გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურებზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა
7 / 8
უკრაინის მთავრობამ გაუცხოების ზონაში უცხოელთა ნაკადის გამოყენება უკრაინაში ტურიზმის განვითარების მიზნით გადაწყვიტა
8 / 8
ჩერნობილის ზონაში ტურისტებისთვის „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება. ტურისტებს პირდებიან, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არ იქნება რიგები და ფოტო- და ვიდეოგადაღება ნებადართულია