„მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო...“ – თუთას დედა საზოგადოებას მიმართავს

ყველას კარგად ახსოვს თუთა ცქიტიშვილის ისტორია, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა.
Sputnik

პატარა თუთა ცქიტიშვილის დედა ანკა ბერიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე პატარა თუთას დაბადების დღეს ულოცავს, საზოგადოებას მადლობას უხდის დახმარებისთვის და საკმაოდ ემოციურ და ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.

„სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო. შენი ბოხი სიცილი და უკეთილესი თვალები!

პატარა თუთას გადასარჩენად...

რამდენ ადამიანს შეგაყვარათ თავი... რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც! 3 წელი და სამივე მისტიური წელი გავიარეთ სამივე უბედნიერესი ერთად ყოფნით... ყველაფერი მინდა, ოღონდ შენთან ერთად და არაფერი დედამიწაზე უშენოდ“, – წერს თუთას დედა.

2018 წლის იანვარში ერთი წლის თუთა ცქიტიშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. გოგონას დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. თუთა საზღვარგარეთ გაგზავნეს სამკურნალოდ და შედეგმაც არ დააყოვნა.