ყვითელი ამბები

„მაპატიე, მაგრამ ამ ფერმა დაგაბერა“- თაკო გაჩეჩილაძემ იმიჯი შეიცვალა

ქართველი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ბოლო პერიოდში ძალზე ხშირად ანებივრებს თაყვანისმცემლებს.
Sputnik

 2017 წლიდან მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ახლა ის გაჩეჩილაძე აღარაა. ბულგარელ მუსიკასსა და კომპოზიტორს ბორის მილანოვს ცოლად გაჰყვა და ოფიციალურად მილანოვა გახდა.თაკო მილანოვას ბედნიერების ამბავი, სწორედ „ევროვიზია 2017-ს“ უკავშირდება, სადაც ვარსკვლავი სიმღერით „Keep The Faith” წარსდგა. მოგების მიუხედავად, ევროპელ მსმენელს გამორჩეული გარეგნობითა და ტემბრით თავი დაამახსოვრა და მომავალი ქმარიც ამ დროს გამოჩნდა.

თაკოს გარეგნული მონაცემები ნამდვილად განსხვავებული აქვს, მაგრამ Instagram- ზე ატვირთულმა ბოლო ფოტომ ბევრი ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. მშობიარობის შემდეგ მომღერალმა ექსპერიმენტები დაიწყო და თმის ფერი შეიცვალა.
მან წინა თვეში გამომწერებს კითხვით მიმართა, შეეღება თუ არა თმა ფერფლისფრად. აზრი ორად გაიყო, თუმცა ბევრმა ურჩია რომ თმის გაფუჭება არ ღირდა. ამან გამოიწვია თაყვანისმცემლების კრიტიკა. ისინი თაკოს ჩვეული თმის ფერის დაბრუნებას სთხოვენ.
„მაპატიე, ამ ფერმა ძალიან დაგაბერა. შენი ბუნებრივი ძალიან გიხდება“- წერს krist_dud

„კეთილი რჩევა- მუქი ძალიან გიხდებოდა“- გამოეხმაურა lll3738

„ძველი თაკო გვირჩევნია“- აკომენტარებს takokveselavaთაყვანისმცემლების აზრი ორად გაიყო. ამ კომენტარებთან ერთად პოზიტიურ გამოხმაურებებსაც წააწყდებით: „ნამდვილი ცეცხლი ხარ!“, „თვალს ვერ გწყვეტ, გიხდება“, „ძალიან მომწონს!“- წერენ ფანები.