თარიღი ცნობილია: როდის შეხვდებიან ქართველი და რუსი დეპუტატები მოსკოვში

ქართველი ოპოზიციონერები ქვეყნებს შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე რუსეთში რუს დეპუტატებთან შესახვედრად მიემგზავრებიან.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩევი და მისი პირველი მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი 15 ივლისს გამართავენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კოსაჩევზე დაყრდნობით.

ქართველი „პატრიოტები" მოსკოვში გამგზავრებას გეგმავენ>>

შეხვედრაზე განიხილავენ თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, აღნიშნა სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.

ოპოზიციონერებმა რუსეთში წასვლის გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მიიღეს, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის გამო აგორებულმა საპროტესტო აქციებმა გამოიწვია. მომიტინგეები 20 ივნისიდან ანტისაოკუპაციო განცხადებებით გამოდიან და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

მთავრობამ ტურისტული დარგის გადარჩენის გეგმა შეიმუშავა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები მოსკოვში 2017 წლის ივლისიდან საკუთარი ინიციატივით დადიან. მათი მოთხოვნა მოსკოვში ვიზიტებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თაობაზე პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, თუმცა ქვეყნები რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

„პატრიოტთა ალიანსის" ბოლო, მეოთხე ვიზიტი 2018 წლის ნოემბერში შედგა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ამჟამად პარლამენტში შვიდი ადგილი უკავია.

თინა კანდელაკი: Rustavi 2 პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება

აქციების პასუხად რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა – აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 8 ივლისიდან შევიდა. რუს ტურისტებს ბოლო დროს ტურისტების რაოდენობის მხრივ საქართველოში წამყვანი ადგილი ეკავათ.

დაძაბულობის ახალი ტალღა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში" მისი წამყვანის გიორგი გაბუნიას სკანდალურმა განცხადებებმა გამოიწვია. მან უცენზურო ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს.

პროგრამის ამ გამოშვებამ მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. გარდა ამისა, სახელმწიფო დუმამ საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღება გადაწყვიტა, რომელსაც მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტმა პუტინმა და განაცხადა, რომ ამას „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო“ არ გააკეთებს.