გასულ კვირაში ყველასთვის საყვარელი მსახიობი და საბავშვო გადაცემების ცნობილი წამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. „გოგიჩას“ გარდაცვალებამ ყველა ასაკის ადამიანს დასწყვიტა გული.
მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მან ასწავლა სიყვარული.
„მაინც მატირა. ყველა გვატირა. 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით. მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც სტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა“, – წერს ჟურნალისტი.
ნანუკა გოგიჩაიშვილი: გოგიჩამ ძალიან გვანერვიულა... >>>
მისი თქმით, 30 წელი ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან იცავდა ყველას.
„ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს რომ არ გავბუტულვართ, შუა თამაშში მიმატოვა... რატომ?! რა საშინელი სიცივეა, იცი, გიო, მიყვარხარ“, – წერს ნათია ბანძელაძე.