კახელი მეღვინეები და მევენახეები ნიკა გვარამიას უპირისპირდებიან

ამ დროისათვის გომბორზე დაწყებული აქცია უკვე გრძელდება „რუსთავი 2-ის“ შენობასთან.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik.  კახელი მევენახეები და მეღვინეები „რუსთავი 2−ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აქციას მართავენ გომბორის გადასახვევთან, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

შეკრებილები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ის გამონათქვამები, რომლებიც გვარამიამ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე წარმოთქვა საკუთარი არხის პირდაპირ ეთერში. 

აქციის მონაწილეებს კახეთის ცენტრალური მაგისტრალი ნახევარი საათის განმავლობაში ჰქოდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ  თბილისში ჩამოსვლასა და „რუსთავი 2-ის“ შენობასთან აპირებენ აქციის გაგრძელებას.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ უხამსად მოიხსენია ქართული ღვინო და მინერალური წყალი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ აპირებდა.

ამ დროისათვის გომბორზე დაწყებული აქცია უკვე გრძელდება „რუსთავი 2-ის“ შენობასთან.მეღვინეები გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.