„ესაა ჩემი გოგო...“ – „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი აქციაზე აცეკვდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე აცეკვდა.

„კურიერის“ კორესპონდენტმა საკუთარი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები მას შემდეგ გამოავლინა, რაც აქციის წამყვანი მხარდამჭერებს დაემშვიდობა და სტუდია „ანასეულის“ მოცეკვავეებს მოუხმო.