ყვითელი ამბები

„სამაგალითო და მისაბაძი წყვილი“ – ხოფერიამ და მისმა მეუღლემ თანაცხოვრების იუბილე აღნიშნეს

ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ სახალისო ვიდეო ოფიციალურ გვერდზე ატვირთა.
Sputnik

ეკა ხოფერია და მისი მეუღლე მიშა ხუჯაძე 12 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ. ამის შესახებ ეკა ხოფერიამ Instagram-ზე დაწერა და საზეიმო გარემოში "სთორიც" ატვირთა.

წარმატებული ჟურნალისტის მეუღლე პროფესიით ექიმია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი სამ შვილთან ინტენსიურ ურთიერთობასა და საოჯახო ვითარებაში დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს.
ეკა ხოფერიამ და მიშა ხუჯაძემ თანაცხოვრების 12 წელი ღია ცის ქვეშ ზუკა ხუციშვილის ბენდის თანხლებით აღნიშნეს. წყვილმა ცნობილი ფრანგი შანსონის შარლ აზნავურის სიმღერა ერთად შეასრულა.
უამრავ მოწვეულ სტუმარს შორის კი ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, ბიზნესმენები და ოჯახის მეგობრები იყვნენ.