ყვითელი ამბები

სალომე ჭაჭუას ახალი მეორე ნახევარი ჰყავს – ფოტოები

სალომე ჭაჭუამ ახალი ფოტო Instagram-ზე ატვირთა წარწერით „სიყვარული-love”.
Sputnik

ლათინო-ამერიკული ცეკვების ცეცხლოვანმა და სექსუალურმა ქორეოგრაფმა სალომე ჭაჭუამ აუზიდან ცხელ-ცხელი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მოცეკვავე ფიტნეს–ტრენერ ლევან დგებუაძესთან და ფითქინა ძაღლთან სახელად ბაზუკასთან ერთად ირუჯება. 

სალომემ ფოტოს ჰეშთეგები „ჩემი პრინცი“, „ჩემი ბიჭი“ და „სიყვარული“ დააწერა. სავარაუდოდ, ეს სალომეს მორიგი სიყვარულია. მანამდე კი ლევან დგებუაძემ Instagram Story-ზე სალომეს მანქანაში გადაღებული ვიდეო დადო, სადაც სალომე ძაღლს ეფერება. სულ რაღაც ერთ საათში ფოტომ 600-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები...
სალომე ჭაჭუა, შეიძლება ითქვას, სკანდალური ცხოვრებით არის განთქმული. მისი პარტნიორები ცნობილი მამაკაცები არიან და მათი ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზების გამო დიდხანს არ გრძელდება. შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ ნელდება.
გიორგი ვარდოსანიძესთან დაოჯახების შემდეგ სალომე უფრო ცნობადი და ინტერნეტ-სივრცისთვის საინტერესო გახდა.