მარშანია: მამამ რომ გამიგო, ძალიან ეწყინა

პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია საუბრობს იმაზე, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში.
Sputnik

„უხერხულია ამაზე საუბარი. მე მიგანიშნეთ, რომ სულ ვებრძვი კულინარიულ ხაფანგებს. ბავშვობაში მინდოდა ცხვირის გასწორება. მამამ რომ გამიგო, ძალიან ეწყინა, იმიტომ რომ ზუსტად მამაჩემის ცხვირი მაქვს“, – ამბობს ადა მარშანია.

დეპუტატის თქმით, საკუთარი ცხვირის ფორმას შეეგუა, უკვე მოსწონს და მის გასწორებას აღარ აპირებს.