ჩრდილოეთ საბერძნეთში ქარიშხალმა ექვსი ტურისტი იმსხვერპლა

Sputnik

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი ქარის გამო დაიღუპა ექვსი ტურისტი, ასზე მეტი კი დაშავდა. იხილეთ სტიქიის შედეგების ამსახველი ფოტოკადრები „Sputnik−საქართველოსგან“.

ოთხშაბათს, საღამოს უძლიერესი ქარიშხალი მოულოდნელად დაატყდა თავს ჰალკიდიკის ნახევარკუნძულის კურორტებს. სტიქიას ექვსი ტურისტი ემსხვერპლა, ასამდე ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი მეთევზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ძლიერი ქარი, თავსხმა წვიმა და შტორმი ერთდროულად უტევდა ნახევარკუნძულს — შენობებს სახურავებს გლეჯდა, აყირავებდა ავტომობილებს, ტბორავდა სასტუმროებს.

ხელისუფლებამ ჰალკიდიკზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უბედურების ადგილზე მაშველები მუშაობენ.

1 / 10
კუნძულ ჰალკიდიკიზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხელისუფლება კატასტროფის შედეგებს ებრძვის
2 / 10
სტიქიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
3 / 10
უამინდობისას ასამდე ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო
4 / 10
სტიქია დაახლოებით ერთ საათს მძვინვარებდა
5 / 10
რეგინში დარღვეულია ელექტრომომარაგება
6 / 10
საბერძნეთის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა
7 / 10
ტუროპერატორების ცნობით, სტიქია შეეხო ჰალკიდიკის მეზობელ კუნძულებს: კასანდრასა და სიტონიუს
8 / 10
კასანდრა და სიტონიუ ნგრევას გადაურჩა
9 / 10
ამ დროისათვის რეგიონს ელექტროენერგია ხარვეზებით მიეწოდება
10 / 10
ნახევარკუნძულიდან ტურისტების ევაკუაცია არ განხორციელებულა