თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი გარდაიცვალა, რისი მოწმეც უშუალოდ იყო, წერს Twitter-ზე ჟურნალისტი ჰანტერ უოკერი.
კორესპონდენტის თქმით, პრეზიდენტმა ეს თეთრ სახლში სამიტისას ბრძანა.
„არნოლდ შვარცენეგერი... იცით, რა? ის მოკვდა. მე იქ ვიყავი“, — ციტირებს უოკერი ტრამპის სიტყვებს.
ჟურნალისტმა იქვე განმარტა, რომ მსახიობი სინამდვილეში ცოცხალია.
მალე უოკერის პოსტს თავად შვარცენეგერი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის „ჯერ აქ არის“.
„მე ჯერ კიდევ აქ ვარ? გსურთ შეადაროთ საგადასახადო დეკლარაციები?“ – დაწერა მსახიობმა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრამპი პოპულარულ ამერიკულ რეალითი-შოუს Celebrity Apprentice გულისხმობდა, რომელსაც 2015 წლამდე თავად უძღვებოდა, 2017 წელს კი ის შვარცენეგერმა შეცვალა.