თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სოციალური ქსელი Twitter-ი გაითიშა.
ტექნიკური გაუმართაობა დაახლოებით ერთი საათის წინ დაფიქსირდა. მომხმარებლები მიკრობლოგთან წვდომას აშშ-ში, ევროპაში, იაპონიასა და საქართველოშიც ვერ ახერხებენ. Twitter-ის „ანდროიდის“ და „აიოსის“ აპლიკაციები ასევე არ მუშაობს.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ხარვეზის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.