ბეგაშვილი: ვერ წარმომიდგენია ასეთი სიყვარული, ისე მიყვარს, ხან მინდა რაღაც ვატკინო

მსახიობი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი საუბრობს იმაზე, როგორი სიყვარული შეუძლია.
Sputnik

„მე, რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ ევასთვის. პირველ რიგში მთავარია, ჩემი დრო არ მოაკლდეს. ვცდილობ მასთან ყოველთვის მხიარული ვიყო. ორივეს მეტ-ნაკლებად კარგი ხასიათი გვაქვს და კარგად ვერთობით ერთად. ვერ წარმომიდგენია ასეთი სიყვარული, ისე მიყვარს, ხან მინდა რაღაც ვატკინო“, – ამბობს შორენა ბეგაშვილი.

მსახიობის თქმით, ევა მისი საუკეთესო მეგობარია და დღეს დაქალებივით არიან.