ეს პატარა არსება ძალიან ნოყიერია – კაცი მატლებს გემრიელად მიირთმევს – ვიდეო

მატლების ჭამის მოყვარულს ბევრს ვერ იპოვით, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ რბილ „ნუგბარს“ სიამოვნებით მიირთმევენ.
Sputnik

მართალია, ბევრს მატლის გაგონებაც კი ზარავს, მაგრამ იქ, სადაც ცილების შემცველი პროდუქტები ნაკლებია ან ძვირია, მატლები ძალიანაც ფასობს, რადგან მათში 60 პროცენტზე მეტი ცილაა. მატლის ერთი ულუფა ისეთივე კალორიულია, როგორც ხორცის ან თევზის ერთი ულუფა და 75 პროცენტით აკმაყოფილებს მოზრდილი ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას ცილებზე, ვიტამინებსა და მინერალებზე. მართლაც, როგორც ჩანს, ეს პატარა არსება ძალიან ნოყიერია.