ასპინძის სოფლები ძლიერმა სეტყვამ დააზარალა

რეგიონების რამდენიმე სოფელში ნალექმა მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის რაიონის სოფლები დააზარალა, იუწყება პირველი არხი.

ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბათუმი დატბორა

ადგილობრივების თქმით, ძლიერი სეტყვა და წვიმა რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

ტელეარხის ინფორმაციით, სეტყვამ ხე-ხილის ბაღები და ბოსტნები დააზიანა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნალექმა მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მარაქველიძემ განაცხადა, რომ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. ინფორმაცია საცხოვრებელი სახლების დატბორვის ან დაზიანების შესახებ არ ვრცელდება.