ჯოხაძე: რაღაც არ მომწონს ახლა, რომ ვყვები ამ ამბავს, მინდა შევალამაზო, ან მოვიტყუო

მომღერალი ანრი ჯოხაძე იმ პერიოდს იხსენებს, როცა მის ოჯახს ყველაზე მეტად უჭირდა.
Sputnik

„მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან გაუჭირდა ჩვენ ოჯახს... რაღაც არ მომწონს ახლა, რომ ვყვები, მინდა შევალამაზო, ან მოვიტყუო. ამ პერიოდში მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ ჯართი ჩაგვებარებინა და ასე გვეშოვა ფული. ეს არ იყო მარტივი საქმე“, – იხსენებს ანრი ჯოხაძე.

ცნობილი მომღერლის თქმით, მაშინ ასეთი პოპულარული არ იყო, თუმცა პატარ-პატარა კონცერტებში მაინც იღებდა მონაწილეობას. სიმღერის დროს ყოველთვის მალავდა ხელებს, რადგან თავისი დაკოჟრილი, შავი ხელების ძალიან რცხვენოდა.