თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ხანძარი ვენახებში დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე გავრცელდა, შედეგად დაიწვა ხმელი ბალახი და ვაზი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.